23:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 16:02:52, 2423 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდელი თავდამსხმელი Instagram-ზე იარაღის ფოტოებს აქვეყნებდა და მუსლიმებს დასცინოდა

პირი, რომელმაც ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა, საკუთარ Instagram-ზე აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც მას ხელში იარაღი და დანა უჭირავს, - ამის შესახებ New York Post იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 19 წლის ნიკოლას კრუზი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სროლა "ჯგუფური თერაპიაა".

მედიის ცნობით, ის მუსლიმებს დასცინოდა და მათზე ნეგატიურ კონტექსტში ხუმრობდა.

New York Post-ი წერს, რომ ფოტოების დიდ ნაწილში მას შავი მაისური აცვია და სახე ნახევრად დაფარული აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში მდებარე სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუსმა სროლა ატეხა. თავდაპირველად კრუზმა ცეცხლი სკოლის ეზოში გახსნა, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა. შემდეგ თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა, განგაში ჩართო და დერეფანში გამოსულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით თავდასხმის დროს 17 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 3 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ნიკოლას კრუზი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics