22:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 11:01:34, 441 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმართავს

საქართველოს განთლებისა  და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ აკადემიას მიმართავს და  აკადემიის წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის განცხადებებისგან.
„ექსპრესნიუსი“ განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის განცხადებებისაგან და ზეწოლისაგან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე და იმ კომისიის წევრებზე, რომლებმაც ახლო მომავალში ცენტრის დირექტორი უნდა გამოავლინონ.  
გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე  დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.  
სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და  საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს. სწორედ ამ მიზნით,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს.  შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას.
სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას მიეცეს საშუალება  თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება“,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics