2018-02-14 11:52:12, 2120 ნახვა
მსოფლიო
სინას ნახევარკუნძულზე 15 ექსტრემისტი მოკლეს, 153 კი, დააკავეს
ეგვიპტეში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სინას ნახევარკუნძულზე 15 ექსტრემისტია ლიკვიდირებული, 153 კი, დაკავებულია.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, დაკავებულებს ტერორიზმის დაფინანსებასა და ექსტრემისტების მხარდაჭერაში ედებათ ბრალი. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
როგორც ეგვიპტის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი, განადგურებულია ტერორისტების ათეულობით სატრანსპორტო საშუალება, რამდენიმე მიწისქვეშა თავშესაფარიც. ასევე ათეულობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასაფეთქებლის და იარაღის საწყობები გაუვნებელყოფილია.
მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა 9 თებერვალს დაიწყეს.
ავტორი: ,