01:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 17:21:21, 1844 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ განცხადება „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ

„საქართველოს ფოსტა“ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გზავნილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ  პირველად თავად „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების  მიერ მოხდა „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება,  “საქართველოს ფოსტა” ასაჯაროებს „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ გაგზავნილი გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების შესახებ ინფორმაციას.

გვინდა განვაცხადოთ, რომ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ წარმომადგენლების  ბრალდება გზავნილების „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაკარგვის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს ავღნიშნოთ, რომ  „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლის მიერ “საქართველოსფოსტის” მეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმა “საქართველოსფოსტას” მხოლოდ 5 გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეც „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 5 გზავნილიდან  2  ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო 3 გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის  ამოწურვის შემდეგ დაბრუნებულია  უკან საქართველოში და ჩაბარებულია  გამომგზავნისათვის („თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის“ თანამშრომლისათვის). შესაბამისად არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული, ამასთან არც ერთ გზავნილთან მიმართებაში საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წელს საქართველოს ფოსტაში გზავნილთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ  რეკლამაციის (პრეტენზიის) წლიურმა  მაჩვენებელმა მხოლოდ 0.1% შეადგინა. ამასთანავე „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა, აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი,ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. დღეს საქართველოს ფოსტა მსოფლიოს 191 ქვეყანასთან წარმატებით თანამშრომლობს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics