17:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 20:21:55, 566 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: 2%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის მისაღებია

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის, განცხადებით, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა 2015 წლისთვის მისაღებია. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს  საქართველოს საინვესტიციო  მიმოხილვის სესიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  კერძო სექტორმა,  ეროვნულმა ბანკმა და  მთავრობამ ერთობლივად  განსაზღვრონ ინიციატივები, რომლებიც 2016 წლისთვის უნდა განხორციელდეს.

"მე ვფიქრობ, ევროპის  ბანკმა გაანახლა თავისი პროგნოზები, აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ იყო სიახლე, ჩვენი შიდა პროგნოზები რაც არის,  დაახლოებით ემთხვევა ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზებს და ვფიქრობთ, რომ ზრდა ალბათ საბანკო სექტორის არ იქნება ისეთი,  როგორიც იყო 2014 წელს, ალბათ ზრდა უფრო ნაკლები იქნება. ჩვენს რეგიონში გარშემო ქვეყნებში საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარებაა.მე ვფიქრობ,  2%-ით პლიუსით ზრდა წლევანდელი წლისთვის მისაღებია. ალბათ მთავარია, ჩვენ კერძო სექტორმა ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ ერთობლივად განვსაზღვროთ ინიციატივები, რომლებიც 2016 წლისთვის უნდა განხორციელდეს",-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, EBRD –მა საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონული ეკონომიკურ პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს საქართელოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2.3%–მდე შემცირდება. 2016 წელს კი, საქართველო ეკონომიკა 2.6%–ით გაიზრდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics