2018-02-12 19:46:24, 2280 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახური: დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება, დაადასტურა, - ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა.
ინფორმაციას Strana ავრცელებს.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა. აღნიშნული პირი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, ამიტომ მოხდა მისი ქვეყნიდან გაძევება", - განაცხადა სლობოდინმა.
ავტორი: ,