|
2018-02-12 18:32:20, 1659 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის 5 წლის შედეგები შეაჯამა
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" 5 წელი შეუსრულდა. პროგრამის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა გამართა. თეა წულუკიანმა პროგრამაში წარმატებული საქმიანობისთვის 18 თანამშრომელს (სოციალურ მუშაკს, იურისტს, ფსიქოლოგს) მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა წარმატებით შეცვლილი სცენარისთვის 8 ყოფილ პატიმარს გადაუხადა. 2012 წლის ბოლოს თეა წულუკიანის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები, არიან ჩართული. 2012-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს" 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მომართა; მხოლოდ 2017 წელს დასაქმდა 267 ყოფილი პატიმარი, რაც გასული 4 წლის განმავლობაში მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობაზე მეტია. შედარებისთვის: 2013-2016 წლებში 260 ბენეფიციარი დასაქმდა. შესაბამისად, პროგრამის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობაა 527. რაც შეეხება სხვა სერვისებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1233-მა ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 308 ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 311 ბენეფიციარს; 301-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალის) 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 823 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 643-მა ბენეფიციარმა; ტატუს მოცილების უფასო პროგრამით ისარგებლა 123-მა ყოფილმა პატიმარმა (მათ შორის 65 არასრულწლოვანია); სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობდა 532 და სხვა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება. ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა, კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვა. პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტრომ ამ პროექტის დასაფინანსებლად, ჯამში, დაახლოებით, 480 ათასი ლარი გასცა. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები კონკურსის წესით სამი მიმართულებით ფინანსდება: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, სურვილის მიხედვით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას; მაგალითად: ოფისმენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მზარეული, ფარმაცევტის თანაშემწე, გამყიდველ-კონსულტანტი, ბუღალტერი, შემდუღებელი და სხვა. პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2012-2017 წლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, სადაც პროგრამის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები გამოიფინა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)