2018-02-12 18:04:48, 2017 ნახვა
მსოფლიო
Strana - მიხეილ სააკაშვილი „ბორისპოლის“ აეროპორტში მიჰყავთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში მიჰყავთ, - ამის შესახებ Strana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილს დეპორტირება პოლონეთში, ჰოლანდიაში ან საქართველოში მოხდება.
მედიის ცნობით, პოლონეთის მიმართულებით, უახლოესი რეისი უკრაინის დროით 17:55 საათზე უნდა განხორციელდეს, ამსტერდამის მიმარტულებით - 17:00 საათზე, ხოლო თბილისის მიმართულებით 20:30 საათზე.
Strana წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში განხორციელდება.
ცნობისთვის, მიიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს.
ავტორი: ,