2018-02-12 16:57:14, 1872 ნახვა
საზოგადოება
სულხან სალაძემ პარლამენტს საზმაუს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის განცხადებით მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა.
სულხან სალაძის განცხადება პარლამენტში პარასკევს შევიდა.
ადგილმონაცვლის შერჩევის მიზნით, შესაბამისი კონკურსის გამოცხადების პროცედურას პარლამენტის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში დაიწყებს.
ავტორი: ,