|
2018-02-12 14:15:43, 1772 ნახვა
საზოგადოება
პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქაღალდმატარებელი ინფორმაციის ელექტრონულ სერვისებად გარდაქმნა, ვინაიდან პაციენტს პრობლემა არ შეექმნას. სერგეენკოს განცხადებით, ელეტრონულ სისტემაზე გადართვა სავალდებულო ხდება. მისივე ინფორმაციით, პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონიზაცია წლის ბოლოსთვის თბილისის მასშტაბით, 2019 წლიდან კი - მთელ საქართველოში განხორციელდება. მინისტრი ამბობს, რომ ელექტრონული სისტემის საშუალებით, უფრო სრულყოფილი კლინიკური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი: „პაციენტის სამედიცინო ისტორია არის დიდი დოკუმენტი, რომელიც იწყება მისი დაბადებიდან- პირველი ვიზიტები, ვაქცინაციები,რაც კი სერვისები დასჭირვებია ცხოვრებაში, ასევე მისი მონაცემები, როგორიც არის ალერგია, ამა თუ იმ დაავადებისაკენ მიდრეკილება და ა.შ. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდმატარებლები, რომლებიც გაფანტულია და იშვიათადაა, რომ იყოს თავმოყრილი და ასევე პაციენტს ის თან არ დააქვს. როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს ექიმთან, მას თვითონვე შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არა მარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად რენდგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის. ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია. პილოტირებას გადის 4 კლინიკაში, სრულად გადართვა სავალდებულოა. ეს მოხდება წლის ბოლოს თბლისისათვის და შემდეგი წლიდან მთელი საქართველოსთვის“,-განაცხადა სერგეენკომ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)