|
2018-02-12 11:47:25, 1616 ნახვა
საზოგადოება
აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების მიღება ელექტრონულადაა შესაძლებელი
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების ელექტრონული სახით გაცემა დაიწყო. პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე eauction.ge შეიძენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილ ქონებას, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების დასხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ მიბრძანდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში დოკუმენტის ხელზე მისაღებად. მომხმარებელი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მიიღებს ინფორმაციას მობილური შეტყობინების სახით, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება,Eauction.ge-სპირად გვერდზეჩამოტვირთოს/გახსნას დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავემისთვისჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მომხმარებელს კვლავ რჩება საშუალება, შეცვალოს არჩევანი და მოითხოვოს დოკუმენტის ელექტრონულად მიღება. აღნიშნული სერვისი ნოვაციაა და აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი უწყებაა, რომელმაც აუქციონზე ქონების შეძენის შემთხვევაში განკარგულების ელექტრონულად მიღების წესი დანერგა. პროექტი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდა. ახალი სერვისით იზოგება მოქალაქის დრო და ხარჯები. მას დოკუმენტის მიღებისთვის არ დასჭირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა თუ იუსტიციის სახლში მისვლა. ამავდროულად, სერვისი მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის თანამშრომლებისა და აღმასრულებლების დამატებითი სამუშაოსაგან განტვირთვას.
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)