2018-02-10 16:11:04, 2101 ნახვა
საზოგადოება
„ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ნაკრები 47:0 დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ პირველ შეხვედრაში ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა.
მატჩი ქუთაისში, „აია აერნაზე“ გაიმართა.
ბორჯღალოსნებს მთელი თამაშის განმავლობაში სრული უპირატესობა ჰქონდათ. დღევანდელ შეხვედრაში ლელოები დადეს: ლევან ჩილაჩავამ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ბექა წიკლაურმა, გიორგი ფრუიძემ, სანდრო თოდუამ და ანზორ სიჭინავამ.
ქართველი მორაგბეები ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან, 17 თებერვალს გამართავენ. მატჩიო საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ავტორი: ,