00:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-10 10:31:15, 1701 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილეები ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  განვითარების, ახალი სამარშუტო სქემის შემუშავებისა და ტრანსპორტის ნაკადების დათვლის საკითხებზე იმსჯელეს.  

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხილვა საწყის ეტაპზევე საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს.

აღნიშნული ინიაციატივა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics