|
2018-02-09 15:53:29, 1579 ნახვა
სამართალი
მუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვრიდან - 2017 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.კ. მეუღლეს ს.ც.-ს ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა. ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ს.ც.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. სამართალდამცველებმა ბ.კ. 2017 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია) ორ ეპიზოდზე წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში და განაჩენთა ერთობლიობით,სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)