23:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 11:46:51, 2161 ნახვა

საზოგადოება
„გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს“ - აფგან მუხთარლი საქართველოს სტრასბურგში უჩივლებს

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანილი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნეს პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეეწირა.

როგორც მუხთარლიმ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, "ივანიშვილი საქართველოს რუხი კარდინალია". მუხთარლის ინფორმაციით, ალიევი საქართველოში სასტუმროების ქსელისა და ავიაკომპანიის მფლობელია. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ალიევის პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. 

"საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი. საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს. მას ეკუთვნის ავიაკომპანია "სილქ ვეი" და ორგანიზაცია "სილქ ვეი საქართველო". საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ამ ბიზნეს პარტნიორობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს მიერ დაწყებული გამოძიების გამო", - აღნიშნა მუხთარლიმ.

მისივე განცხადებით, ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩამულმა ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ჟურნალიტისმა დასძინა, რომ მისი გატაცების ბრძანება პირადად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ სარჩელით ევროსასამართლოს მიმართავს.

"ჩემი გატაცების საქმეში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს ილხამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში, სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა. პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა. პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ყველა მათგანი ქართველი იყო და არც ერთი აზერბაიჯანელი. ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ. კერძოდ კი, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს. იძულებული ვარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში გავაგრძელო. კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე", - განაცხადა ჟურნალისტმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics