|
2018-02-09 11:41:51, 1481 ნახვა
საზოგადოება
ციალა (გულიკო) ჯალაბაძე: „აქ ჩემი მეორე ოჯახია, 25წელია, ჩემს საქმეს ვემსახურები“...
საჯარო რეესტრის არქივარიუსი, რომელსაც სხვისი საკუთრების უფლება ომმაც ვერ დაავიწყა... შვებულება არ უყვარს...ყველა კონკრეტული საქმე ახსოვს - რომელ თაროზე, რა ზომისა და ფერის საქაღალდეში აქვს შენახული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის არქივარიუსი გულიკო ჯალაბაძე 25 წელია, სამაგალითო ერთგულებით ემსახურება საკუთარ საქმეს, მოქალაქეებს, ქვეყანას. მისთვისარქივის სამსახური დიდი ოჯახია. აქ მასზე ზრუნავენ, მის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს სრულად იაზრებენ და აფასებენ.
რატომ „ნატანჯს“?.. შვილებისა და საქმის სიყვარულმა ომის ქარცეცხლში - 2008 წლის 9 აგვისტოს თამარაშენში შეაბრუნა. შებრუნდა და ტყვედაც ჩავარდა - რუსულმა ჯარმა საკუთარი შვილის სახლში დაატყვევა. მანამდე კი მიწის მართვის სამმართველოდან „ზონარგაყრილი წიგნი“ და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები გამოიტანა - წამოიღო, რაც შეძლო ... ომამდე კი... ცხოვრობდა და მუშაობდა თამარაშენში, 1993 წლიდან მიწის კადასტრის განყოფილებაში, 1997 წლის მაისიდან მიწის მართვის სამმართველოში, კიდევ უფრო ადრე ცხინვალის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში. (სწორედ მაშინდელმა ნაცნობებმა იხსნეს ტყვეობიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნეს.) თამარაშენი 2008 წლის 8 აგვისტოს დატოვა, მაგრამ არ იცოდა, რა ბედი ეწია ორ ვაჟიშვილს და 9 აგვისტოს სოფელში შებრუნდა. შვილს სახლში მიაკითხა, მაგრამ იქ ჯარისკაცები დაადგნენ თავს.
მთელი ამ დროის განმავლობაში თან ჰქონდა თამარაშენის მიწის მართვის სამმართველოდან წამოღებული დოკუმენტები. „ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ წამოვიღე, მაგრამ რასაც მივწვდი, ავიღე. ცხინვალიდან წითელმა ჯვარმა გამომიყვანა. რუსული ჯარი, თითქმის, ყოველ ას მეტრში გვაჩერებდა, გვჩხრეკდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. თამარაშენიდან წამოღებული დოკუმენტები ჩანთაში მქონდა და იმ ჟილეტით ვფარავდი, ცხინვალში ჩემმა მფარველებმა რომ მომცეს. ეს დოკუმენტები შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ ომთან დაკავშირებულ საერთაშორისო სასამართლოებში დავებში გამოიყენა, როგორც კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მასალები...გორში საბავშვო ბაღში მიგვიყვანეს, საშინელება სუფევდა ირგვლივ. ბოლოს სამშვიდობოს იგოეთში გამოვაღწიე, იქ შვილი მელოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ვერც ვიცანი.. დატყვევებისას ფეხები დაუზიანდა, შემდეგ გადატანილი სტრესის გამო ჯანმრთელობა შეერყა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მხნედაა. 8 შვილიშვილის ბებია ყოველდღე სამსახურში - თბილისში თეთრი წყაროს რაიონის სოფელ კოდადან ჩამოდის დასაქმესაც ძველებური, მისთვის ჩვეული ერთგულებით ემსახურება. გატაცებით და შთაგონებით გვიყვება ყოველდღიურ საქმეზე - არქივიდან ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის პროცესზე, როგორც საოცარ და რომანტიულ ამბავზე. ქალბატონი გულიკოს შესახებ მისი თანამშრომლებიც საუბრობენ: მენეჯერი ნათია მაზანაშვილი: „ქალბატონი გულიკო თამარაშენიდან წამოსვლის შემდეგ 2013 წლამდე მარნეულის არქივის სამსახურში მუშაობდა. მას საკმაოდ რთული - მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონები ებარა და მართლაც სამაგალითოდ გაართვა თავი ამ საქმეს. 2013 წლიდან კი აქ - თბილისში, მარჯანიშვილის ოფისში მუშაობს და ჩვენთვის ფასდაუდებელი ადამიანი და თანამშრომელია...“ თანამშრომლები:„შვებულება არ უყვარს. წელს ძლივს აიღო ხანმოკლე შვებულება. მისი არყოფნისას ერთ-ერთ საქმეს ვერ ვპოულობდით, დავურეკეთ და ვკითხეთ. ქალბატონმა გულიკომ ზუსტად მიგვითითა, რომელ თაროზე, როგორი სისქისა და ფერის საქაღალდეში ჰქონდა შენახული ეს საქმე. ყველაფერი ზუსტად და უშეცდომოდ იცის და აკეთებს, მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მართლაც სამაგალითოა...“ მეორე ოჯახად ქცეულ სამსახურში დამოკიდებულებას და სიყვარულს თავად ქალბატონი გულიკოც აღნიშნავს: „მე ისეთი ხასიათის ადამიანი ვარ, ტყუილად არავის მოვეფერები და გულწრფელად ვიტყვი, რომ მართლაც პატივს მცემს და ყოველთვის ყურადღებით მეპყრობა ჩვენი სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონიპაპუნა უგრეხელიძე, მე დიდად ვაფასებმის ყურადღებას. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩვენი სამსახურის უფროსისზურაბ ლაზუაშვილის, ჩვენი მენეჯერის - ნათია მაზანაშვილის, ჩვენი გოგოების - ნინო ნიკოლეიშვილის, ირმა კიბაბიძის, დალი მამალაძის, თამუნა ნებიერიძის....მთელი სამსახურის დამოკიდებულება, მათი სიყვარული და მხარში დგომა.“ დააბიჯებს 70 წლის გულიკო ჯალაბაძე საარქივო სამსახურის დერეფნებში, თაროებს, უამრავ საქაღალდეს შორის, საიმედოდ ინახავს სხვისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ინახავს გონებაშიც და თითოეულ საქმესისე უვლის, როგორც ერთადერთს...
(NS)
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)