23:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 13:01:06, 1753 ნახვა

საზოგადოება
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორ ფარმან ჯეირანლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კლინიკის დირექტორი მის მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში დამნაშავედ სცნეს, მეორეში კი, გაამართლეს.

წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში, რომელიც თაღლითობას გულისხმობს, ბრალდებული გაამტყუნეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომელიც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა/გაყალბებას გულისხმობს (სსკ-ის 247-ე მუხლი), მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორი,  პაციენტებისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის, მოტყუებით დაუფლებისა დ სიცოხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა. პროკურორის მტკიცებით, ფარმან ჯეირანმა, პაციენტების თანხა თაღლითურად მიითვისა და ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics