|
2015-05-14 14:24:13, 388 ნახვა
სამართალი
ქობულეთში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება იწყება
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ქობულეთში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ცნობისთვის, სამისამართო რეესტრის შექმნით, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისამართებზე იდენტიფიცირება გაუადვილდებათ.ქალაქ ქობულეთის დამისამართება 16 ივლისს დასრულდება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირებას ახორციელებს. ამჟამად პარალელურად მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 14 რაიონულ ქალაქში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ქალაქების დამისამართება: ბათუმი (181848), ახალციხე (10223), გორი (76020), ხაშური(33791), მცხეთა(8852), ოზურგეთი(22036), ფოთი(55100), საგარეჯო(6279), სამტრედია(31041), სენაკი(31190), თელავი(32127), ზესტაფონი(15258), ზუგდიდი(60867), გურჯაან(2528). პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქალაქში 567 ათასზე მეტი რეგისტრაციის მისამართი დაზუსტდა. ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირშია საარჩევნოსიების მოწესრიგებასთან. როგორც ცნობილია, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსმმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, მიაწოდოს ცენტრალურ საარჩევნოკომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემები. სერვისების განვითარების სააგენტოში ამომრჩეველთა ერთიანი სიისშესადგენად აუცილებელი მონაცემების დახვეწა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტიადამისამართების პროცესის მოწესრიგება. არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირადექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილისმიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ.ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებებისეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებებისადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამპუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება.პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურმუშაობას შეუწყობს ხელს. თათული ქათამაძე "ექსპრესნიუსისთვის" ქობულეთიდან
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)