23:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 11:20:59, 1831 ნახვა

საზოგადოება
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე თბილისშია. თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

თასის ტური  საქართველოში კოკა-კოლამ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. დღესვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად იხილოს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, კოკა-კოლას, იმისათვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მსოფლიო თასი. მე ახლა არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა მსოფლიო თასი. სამწუხაროდ, მე სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა, საკლუბო დონეზე შევძელი ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო თასი დღეს ჩვენს დედაქალაქშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური  პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს  გაივლის.

მსოფლიო თასი თბილისში დღის ბოლომდე დარჩება. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში 18:00 საათამდე შეეძლება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics