23:30 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 10:41:54, 1622 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.  

გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახლებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას. ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა ცოფის კვლევა ჩატარდეს მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში.

 „აქაური ლაბორატორიის აღჭურვილობა და  სპეციალისტების კვალიფიკაცია ახალ მეთოდიკებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ლაბორატორიაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენს კოლეგებს გაეზიარებინათ გამოცდილება, იმისათვის, რომ მოლდოვაშიც მსგავსი სახის და მეთოდიკის დანერგვა შევძლოთ. ვფიქრობ, ამ სწავლებების შემდეგ, ეს უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა აქსანა გროზამ , მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის ვირუსოლოგმა.

ინტენსიური სწავლებების შედეგად მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის თანამშრომლებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიეწოდებათ. სწავლების მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს - ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე - პროცედურებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics