2015-01-16 19:58:19, 730 ნახვა
სხვადასხვა
საგარეო საქმეთა სამინისტრო C ჰეპატიტის წინააღმდეგ წამოწყებულ აქციას შეუერთდა
STOP C - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას საგარეო საქმეთა სამინისტრო უერთდება.
მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ცენტრალური აპარატი გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის მოწოდებას ყველა შეუერთდეს აქციას.
სამინისტროს ცენტრალური აპარატი აქციაში მონაწილეობისკენ იწვევს, საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ და უცხოური მისიების წარმომადგენლობებს საქართველოში.
ცნობისთვის, 2015 წელი C-ჰეპატიტთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან