23:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 17:37:20, 1938 ნახვა

საზოგადოება
„აღმოჩნდა, რომ სხვა წლის სახელმძვანელო უნდა შემეძინა“ - მშობელს სკოლა „ინტელექტთან“ პრეტენზია აღარ აქვს

სკოლა "ინტელექტის" ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი რუსტემ სულეიმანოვი, რამოდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეებს რუსული წიგნებით ასწავლიან, რომელშიც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია.

აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

სულეიმანოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას ესაუბრა, არანაირი პრეტენზია არ აქვს და ინციდენტი აღმოფხვრილია. სკოლაში ეს სახელმძღვამელო არ არსებობს.  მისი თქმით, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რადგან სახელმძღვანელო  იმ წლის არ შეიძინა, რომელიც რეკომენდირებული იყო.

"ყველაფერი ნორმალურადაა, ჩვენ შორის შეთანხმება მოხდა, კონფლიქტი აღმოფხვრილია და აღმოჩნდა, რომ სხვა წლის სახელმძვანელო უნდა შემეძინა. წიგნი 2014 წლამდე უნდა ყოფილიყო გამოცემული. ყველაფერი მოგვარებულია, მე ვესაუბრე სკოლის დირექტორს და სკოლის მასწავლებლებს", - განაცხადა რუსტემ სულეიმანოვმა "ექსპრესნიუსთან"  სატელეფონო საუბარში.

დირექტორის თანაშემწის ნიკოლოზ ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო მშობლებმა თავიანთი სურვილით შეიძინეს. სკოლას მშობლებლებისთვის წიგნის შეძენის რეკომენდაცია არ მიუცია და პასუხისმგებელიც არაა.

"ჩვენ სკოლაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ვასწავლით. რაც შეეხება დამატებით სახელმძღვანელოებს, სპეციალური კომისია მას სასწავლო წლის დასაწყისში ამოწმებს. სულეიმანოვი არც მშობელთა კრებას არ დასწრებია და არც მისმა ნაყიდმა წიგნმა გაიარა კომისიის შემოწმება. შესაბამისად, ჩვენ ამ სახელმმძღვანელოზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

"სამინისტრო მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზეა პასუხისმგებელი. დანარჩენს სკოლა წყვეტს და სწორედ სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა", - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 

კერძო რუსულენოვანი სკოლა “ინტელექტი” 2006 წელს დაარსდა. სკოლაში 13 ქვეყნის 17 ეროვნების მოქალაქე, დაახლოებით 370 მოსწავლე სწავლობს.

გაკვეთილი სკოლა "ინტელექტის" მეოთხე კლასში ქართული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics