|
2018-02-07 17:14:51, 2366 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს „მალეო“-ს სთავაზობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს პრეზენტაცია გამართა, რომელიც გულისხმობს ონლაინ მაღაზიებში ნივთების შეძენას და ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა. „საქართველოს ფოსტა“ დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, შეიძინოს და უზრუნველყოს ამ მისამართზე შემოსული ელექტრონული კომერციით შეძენილი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში. ამისათვის მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ გვერდზე - maleo.ge, ყველა სავალდებულო მონაცემის შევსების შემდეგ ენიჭება ინდივიდულური მისამართი და ოთახის ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული მისამართი გამოიყენოს სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან შეძენილი ნივთების მისაღებად. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა აკონტროლოს შეძენილი გზავნილების მდებარეობა. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა. „ჩვენ შევქმენით სამართლებრივად გამართული, ერთიან სტრუქტურაში ჩამოყალიბებული ელექტრონული სერვისი „მალეო“, რომელიც მომხმარებელს შეუქმნის განსაკუთრებულ ფასეულობებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, შეიძინოს სასურველი პროდუქცია და შეუფერხებლად მიიღოს მისამართზე. ასევე ვმუშაობთ ელექტრონულ პლატფორმაზე რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას: იმპორტს, ექსპორტს და ქვეყნის შიდა ელექტრონულ კომერციას. რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვები და ამისათვის გამოიყენონ ჩვენს მიერ შექმნილი პლატფორმა, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვეყანაში მათი პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”,- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხარებელს საშუალება ექნება ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება და საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიღება. „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს. (NS)
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)