23:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:37:49, 1521 ნახვა

საზოგადოება
სსე-ის შემეცნებითი ტური ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებისთვის

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ. 

უფროსკლასელებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს შეხვდნენ. სსე-ს მმართველთა საბჭოს წევრმა ზურაბ ეზუგბაიამ მოსწავლეებს ჩაუტარა მცირე ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. უფროსკლასელებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სსე-ს სხვა წარმომადგენლებმაც.

ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. 

ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომავალშიც განახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics