|
2018-02-07 14:11:29, 1490 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძის ადვოკატი: დღეს დადგა ჟამი, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოასწოროს უსამართლობა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი განახლდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. დღესვე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის და დეკანოზს უდანაშაულოდ სცნობს: "დღეს დადგა ჟამი, სააპელაციო სასამართლომ გაასწოროს უსამართლობა, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება-გააუქმოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს ყველა ფაქტობრივ მოსაზრებას, რომელიც გვაქვს ამ საქმეზე და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ",-განაცხადა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარე რეპლიკის დროს ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არაარგუმენტირებულ დასკვნით სიტყვაზე. გუბელაძის შეფასებით, სასამართლომ მამა გიორგი მამსლაძე დამნაშავედ უნდა სცნოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. "დღევანდელ სასამარათლო პროცესზე ჩვენ ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით.წინა პრიცესზე დაცვის მხარე წარსდგა თავისი დასკვნითი სიტყვით.ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული დასკვნითი სიტყვა.იქ იყო არაერთი ტყუილი გაჟღერებული.მტკიცებულებები დამახინჯებული სახით წარმოდგენილი.სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენს რეპლიკაში.რა თქმა უნდა, მოვითხოვთ გიორგი მამალაძის დამნაშავედ ცნობას ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში",-განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. მას შემდეგ, რაც მამა გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვას იტყვის, ყველა სამართლებრივი პროცედურა ამოიწურება და მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, განაჩენი გამოაცხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)