19:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 12:33:14, 618 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ზურაბ პატარაძემ ახლად დანიშნულ ელჩს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ზურაბ პატარაძემ და მაქბულე ქოჩაკმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ზურაბ და პატარაძემ და მაქბულე ქოჩაქმა ასევე ისაუბრეს სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის კვლავაც ძველი წესით მიმდინარეობს და ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის შედეგია.

„მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. მჯერა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი შედეგი. კარგია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები საზღვარს კვლავაც ძველი წესით კვეთენ და მათ ამ მიმართულებით პრობლემები არ ექმნებათ", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე მოდერნიზების პროცესს. საუბრისას აღინიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მგზავრებისა და ავტოტრანსპორტის გატარება უფრო გაიოლდება. „ეს ყველაფერი ჩვენს პრიორიტეტებში შედის", - ხაზი გაუსვა გენერალურმა კონსულმა.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ და თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საკითხებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ  თანამშრომლობა ამ მხრივ სულ უფრო მტკიცდება.

მაქბულე ქოჩაკი თურქეთის რესპუბლიკის კონსულად ბათუმში 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics