19:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 12:11:03, 587 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე სამუშაო ვიზიტით ამსტერდამში იმყოფება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, რეგიონული პროექტის - „საქალაქო პლატფორმა აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში შიდსის და ტუბერკულოზის მდგრადი და ეფექტური საპასუხო ღონისძიებების განხორცილებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ამსტერდამში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოში 2017 წლიდან მიმდინარეობს, მასში მონაწიეობას ღებულობს 5 ქვეყანა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბულგარეთი და ყაზახეთი.

პროექტს საქართველოში ახორციელებს, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი - „თანადგომა”. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჰოლანდიისა და შვეიცარიის საერთაშორისო ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი პარტნიორიებისა და ამსტერდამის მერიის მიერ დაიგეგმა, პროექტში ჩართული ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი მასტერდამში, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის - მერიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური მუშაობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ამსტერდამის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, მერიის სხვა პასუხისმგებელ პირებთან და ინფექიური დაავდებების კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრები დაგეგმილია საგარეოს საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე, ჰოლანდიის არასამთავრობო და კვლევით დაწესებულებებში. საქართველოდან ამსტერდამში სამუშაო ვიზიტით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის გარდა იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამსტერდამში საქართველოს დელეგაციის ვიზიტ 10 თებერვალს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics