|
2018-02-07 11:19:45, 1769 ნახვა
საზოგადოება
მაღალმთიან სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება დაიწყო
მაღალმთიან სოფლებში მინი საბაგირო გზები დამონტაჟდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპილოტე პროექტი სვანეთიდან უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დიდი სპორტისთვის განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები იქ, სადაც ცხოვრობენ. „მინდა, სასიამოვნო სიახლე გაცნოთ,ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების და განვითარების კომპანიის მერ ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანეთში წამოწყებული პროექტი, მოგეხსენებათ, მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირადღირებულ საბაგირო გზებს და ეს ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად ტურზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სულ გვესმის, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს, რა თქმა უნდა, ეს ასეა და თანდათანობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს რომ ისარგებლოს, ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება, ჩვენმა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით 25 ათასი ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი, არის 200-300 მეტრის სიგრძის. სვანეთში დავწიყეთ საპილოტე პროექტი, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტეხში უკვე დავამონტაჟეთ ასეთი საციგურაო საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ყველა ბავშვს შეუძლია ისარგებლოს. ძალიან მარტივი კონსტრუქციაა.ამას ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მთიან რეგიონებში. სადაც გვაქვს თოვლი და არის აღმართი და დაღმართი, ამის გაკეთება შეიძლება.მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ბავშვების გაჯანსაღებისთვის და შემდგომში იმისთვის, რომ ეს ბავშვები მოემზადონ, გაიზარდონ და გახდენენ ისეთივე სასახელო ოლიმპიელები, როგორიც გვყავს 4 ოლიმპიელი კორეაში, განივითარონ საკუთარი შესაძლებლობები სოფლებში, სადაც ცხოვრობენ. მინიმუმ გაიზრდებიან ჯანმრთელები და ექნებათ გართობის საშუალება ზამთარში.მთები არის ჩვენი სიმდიდრე და შესაძლებლობა ამავე დროს იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.ზაფხულში ვაპირებთ სასეირნო ბილიკების, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობას და მის გასწვრივ საჭირო ტურისტული ინსფრასტრუქტურის მოწყობას,სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან“,-განაცხადა პრემიერმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)