22:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 18:39:29, 1804 ნახვა

საზოგადოება
N40 ბაღის დირექტორმა ავარიული ბაღის აღსაზრდელებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაუთმო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N40 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც ავარიულობის გამო დახურული N19 ბაგა-ბაღიდან 70-მდე აღსაზრდელი გადავიდა. 

ბაღის ორი ჯგუფი თავდაპირველად, ღონისძიებების დარბაზში განათავსეს, თუმცა იმის გამო, რომ ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, განსხვავებულ გარემოს ვერ შეეგუა, ბაღის დირექტორმა ლამარა ჯალაღანიამ საკუთარი სამუშაო კაბინეტი გაათავისუფლა, სადაც კიდევ ერთი სააღმზრდელო ოთახი მოეწყო.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის პრობლემების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს რამდენიმე დღის წინ, თავად აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინება სთხოვა, რადგან მშობლის განმარტებით, ბავშვს ბაღის სპეცპედაგოგისა და აღმზრდელის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა და ამ ვითარებაში, მისთვის გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.  

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კახაბერ გვანცელაძის გადაწყვეტილებით, N19 ბაღში სპეცპედაგოგი დაინიშნა, რომელიც სხვა ბაღებში გადანაწილებულ ბავშვებთან იმუშავებდა, N40 ბაღში მყოფ ბავშვებთან კი, სწორედ ის პედაგოგი დარჩებოდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე კონკრეტულ აღსაზრდელთან მუშაობდა. 

კახაბერ გვანცელაძე N19 ბაღის აღსაზრდელებს მასპინძელ ბაღში დღეს პირადად ეწვია და N40 ბაღის დირექტორს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics