19:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 13:13:30, 539 ნახვა

სხვადასხვა
საქართველო მართლმსაჯულების სექტორის ფართომასშტაბიან რეფორმას იწყებს

ევროკავშირი  საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. 
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 
უწყების ცნობით, ფინანსურ შეთანხმებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მოაწერეს ხელი. 
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის“ მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების განმტკიცება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გაძლიერება და კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობის დაცვასა და მდგრად განვითარებას.
უწყების ინფორმაციით, პროგრამა მართლმსაჯულების სექტორის 5 პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა; სისხლის სამართლის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა;მიწის რეგისტრაცია. 
 მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამას კოორდინაციას გაუწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) საშუალებით. 
ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური დახმარება 2008-2014 წლებშიც გამოუყო  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის. მის ფარგლებში გადაისინჯა სისხლის სამართლის კოდექსი; გაფართოვდა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების პროგრამა; შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სისტემის,  სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა; ინიცირებულ იქნა პროკურატურის რეფორმა.
პროგრამის წარმატებულად დახურვის შემდგომ, 2014 წლის დასაწყისში, ევროკავშირის დელეგაციამ დაიწყო მუშაობა ახალ, ევროკავშირის 2015-2018 წლების საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (ტექნიკური დახმარების ჩათვლით) 50 მლნ ევროს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics