|
2018-02-06 11:07:28, 2056 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის MAP-ი არ სჭირდება
საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველის, ლუკ კოფის განცხადებით, ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. როგორც კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, თუ მაპის მიღების მოლოდინი იქნება, ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მაპი არ სჭირდება. „ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არც ერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატოს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს.ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა. ეს ნატოსთვის დიდი გამოწვევაა, და არა საქართველოსთვის. საქართველო ნატოსთან ყველაზე ახლოსაა. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ არასაკმარისი. ჩემი აზრით არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან - მაპთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა. სანამ მაპის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს. ბრიუსელის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება მაპის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატოში გაწევრიანებას მაპი არ ჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ“, - განაცხადა კოფიმ. მისივე თქმით, კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად, ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს. „ჩვენ არ ვიცით ზუსტად რას ველოდოთ. მე ვისურვებდი რუსეთის შესაჩერებლად ნატო გამოვიდეს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის იდეით, ვისურვებდი გაფართოების პოლიტიკის გაგრძელებას და მაკედონიის მიღებას, ასევე ვისურვებდი საქართველოსთვის ცალკე კომუნიკეს მიძღვნას, რომელიც აღნიშნავდა რომ ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატო კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
კარგი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად ნატო-საქართველოზე დისკუსიები სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართოს. კიდევ ერთი პრაქტიკული იდეა იქნებოდა, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მომუშავე ნატოს ცენტრის გახსნა საქართველოში“, - განაცხადა ლუკ კოფიმ. მან ასევე საკუთარ რეკომენდაციაზე ისაუბრა, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ნატოს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ რეგიონებზე არ გავრცელდეს. „ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ. მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, - აღნიშნა ლუკ კოფიმ.
სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: https://www.amerikiskhma.com/a/luke-coffey-interview/4239477.html
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)