07:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 21:23:08, 2175 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროკავშირი ყველა მისი ინსტრუმენტით აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს

„ეს იყო ძალიან წარმატებული სხდომა, სადაც ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ინტეგრაციული პროცესი  ევროკავშირში, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროცესი პოლიტიკური, სექტორალური და სავაჭრო ინტეგრაციის მიმართულებით"-ამის შესახებ  ბრიუსელში ვიზით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს.

„ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს გამოიხატა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბებული, დაფუძნებული უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგით, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ საბჭოს ფარგლებში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც არის ძალიან ამბიციური დღის წესრიგი, შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ასევე ვისაუბრეთ იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც მომზადდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის. ეს არის 450 მილიონ ევრომდე დახმარება, იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან ყველა მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ამბიციაზე, რომ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, მათ შორის სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დაახლოვება მოხდეს  სპეციალიზირებულ სააგენტოებთან , ევროპულ პროგრამებთან და ამან მოუტანოს კონკრეტული სარგებელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რაც მთავარია დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე და იმ უნარების განვითარებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც საჭიროა მათთვის სამუშაო ადგილების მოსაძებნად. ეს არის პრაქტიკული დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები  და პოლიტიკურ ინტეგრაციასთან ერთად თითოეული მოქალაქისთვის ეს იქნება დიდი სარგებლის მომტანი"-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს.

 „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც რა თქმა უნდა შეეხო პირველ რიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, რომელიც ძალიან რთული და მძიმეა, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მიმართულებით. იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა მისი ინსტრუმენტით აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს, უზრუნველყოფილ იქნას სტაბილურობა და ასევე მეტი შესაძლებლობები ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანების, შერიგებისა და ამ მიმართულებით ახალი ჩართულობის კუთხით"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics