22:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 17:48:30, 1982 ნახვა

ეკონომიკა
2018 წელს ევროკავშირი საქართველოს 97 მილიონ ევრომდე დახმარებას გამოუყოფს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან 2018 წელს ხელს მოაწერს შეთანხმებებს ახალი საბიუჯეტო დახმარებების გამოყოფაზე.

კერძოდ, საუბარია ბიზნესისა  და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომლის მოცულობაა  47 მლნ ევროს ფარგლებში, ასევე პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამაზე (დაახლოებით 50 მლნ ევრო).

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე - ევროპის საგარეო ინვესტიციების გეგმაზე, რომლის გამოყენებასაც საქართველო ასევე შეძლებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი თავის თანამონაწილეობას 4 მლრდ ევროდან 41 მილიარდიან ფონდამდე ზრდის.

„ამ ინსტრუმენტის ქვეშ, პირველ რიგში, მოხდება რისკების გაზიარება იმ ინვესტიციებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. გარდა ამისა, გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ტექნიკური დახმარება, რათა შევიმუშავოთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები იმ საუკეთესო შესაძლებლობებისა და ინვესტიციებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, განხორციელდეს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, რომ თანხები ევროპის საინვესტიციო ფონდიდან მოვიზიდოთ, რომლის ჯამური ოდენობაც 41 მლრდ ევროა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics