07:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 15:40:08, 1684 ნახვა

პოლიტიკა
მოგერინი: საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება და მას შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი

საქართველო ევროკავშირის კარგი და ღირებული პარტნიორია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებით კმაყოფილია. მისივე განცხადებით, ქვეყნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

ფედერიკა მოგერინიმ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც გასული წლის განმავლობაში თანამშრომლობის საფუძველზე წარმატებით წარიმართა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ძალიან წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელშიც საქართველო სრულფასოვნად იყო ჩართული. ჩვენი ურთიერთობები არის ბრწყინვალე და თანამშრომლობა მშვენივრად ვითარდება. ამ დროის განმავლობაში ურთიერთობის შედეგად მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე ვიზალიბერალიზაცია. წლების წინ ამაზე მხოლოდ ვმსჯელობდით ახლა კი, ეს ჩვენი რეალობაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი მონდომებულია ამ პარტნიორობის პოტენციალი მაქსიმალურად განავითაროს. დღეს ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მივიღეთ. ქვეყანა ყველა მიმართულებით ვითარდება და მას შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. ჩვენ ვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილები, ასევე ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა მედიის თავისუფლების საკითხზე, ასევე კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხზეც, ამიტომ საქართველოს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულად მხარს უჭერს. ორგანიზაციას არ შეუძლია არ დააფასოს ის წინსვლა და განხორციელებული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოს სავაჭრო პარტნიორია და ამის ფარგლებში სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იყიდება ევროპის ქვეყნებში და ხალხს მასზე წვდომა აქვს. ასევე, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება შენგენის ზონაში მოგზაურობა. 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეძლო მოგზაურობა. ამ კუთხით, თანამშრომლობა დადებითად უნდა შეფასდეს", - განაცხადა მოგერინიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვის კუთხითაც გააგრძელებს.

"ჩვენი დიდი ინტერესია, რომ არსებულ ურთიერთობებში ინვესტიციების ჩადება განვაგრძოთ და მივიღოთ ის დადებითი შედეგები, როგორსაც აქამდე ვიღებდით", - დასძინა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს დელეგაციას საინტერესო შეხვედრისთვის და კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics