|
2018-02-04 17:12:52, 2291 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: სრულიად ახალ ბრძოლაზე გადავდივართ
",,ევროპული საქართველო" არა თუ აგრძელებს მუშაობას, არამედ გადავდივართ სრულიად ახალ ბრძოლაზე. ვიწყებთ ბრძოლის ეტაპს, რომელსაც დავასრულებთ გამარჯვებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა. მან ყრილობის მონაწილეებს პარტიის მომავალუ გეგმები და ამოცანები გააცნო: "პარტიის ასაკი იზომება იმით რამდენ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა და ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე შევქმენით ბაზა მთელ საქართველოში და გავიჩინეთ 160 ათასი ადამიანი. ეს არის ის ბაზა, რომელზეც უნდა ვაშენოთ და გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. განვლილი არჩევნები იყო წარმატება, მომავალი გამარჯვებისთვის. დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ საკუთარი ხალხისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათი არჩევანი იყო სწორი. დღეს ბევრ სხვა რამესთან ერთად, რომელიც აკლია საქართველოს ეს არის ერთმანეთის ნდობა და რწმენა. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი ეს არ არის საარჩევნო რესურსი, ეს არის ძალა, ვისაც უნდა ვემსახურებოდეთ. ამისთვის საჭიროა, რომ არასაარჩევნო რეჟიმში ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება ყოველ დღე, ყველა ქალაქში და რეგიონში. როდესაც პოლიტიკოსები აღარ საუბრობენ ხალხზე და პრობლემებზე ასეთი ლიდერები უნდა გაუშვათ სახლში და მოვიყვანოთ ისინი, ვინც ხალხზეა ორინტირებული. ერთად დავდგეთ და ავაშენოთ უკეთესი საქართველო. ის საქართვლო, სადაც უკეთესად იცხოვრებს ყველა ოჯახი. ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული პარტია, სადაც წინ მიდიან ადამიანები, ვისაც მხარს უჭერენ ადამიანები. ასეთი პარტია ააშენებს ქვეყანას, სადაც ხალხის მხარდაჭრა იქნება პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს რა თმა უნდა ძალიან ბევრი გეგმა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც პატივს სცემს წარსულს და ყველაფერს აკეთებს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პარტია, რომელიც იზრუნებს მცირე მეწარმეებზე, პენსიონერებზე, პედაგოგებს გაუზრდის ხელფასს, იზრუნებს გლეხებზე. ჩვენ ვიქნებით საქმის გამკეთებელი პარტია. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია დღვანდელი ჩვენი შეკრება, ‘’ – დავით ბაქრაძე.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)