2018-02-04 11:15:40, 1946 ნახვა
საზოგადოება
ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი ამინდი. დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს. დედაქალაქში უნალექო იმინდი იქნება.
5 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ავტორი: ,