21:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 11:22:19, 1994 ნახვა

საზოგადოება
„SMS-ი მივიღე, ხვალიდან ნუღარ მოხვალო“ - მაკა რაზმაძე „იბერიამ“ სამსახურიდან დაითხოვა

გადაცემა „პრიორიტეტის“ წამყვანი მაკა რაზმაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იბერიამ“ იგი სამსახურიდან დაითხოვა.

როგორც რაზმაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანიიდან SMS-ით შეატყობინეს.

„ამ წუთიდან შევუერთდი ჩვენი ქვეყნის უმუშევართა დიდ არმიას. მახსოვს წლების წინ როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტყვიებზე მივდიოდი, ომის წინა ხაზზე ვიყავი - დეპეშა მივიღე სამსახურიდან ხვალიდან ნუღარ მოხვალ აქ აღარ მუშაობო დეჟავიუ...სე ლა ვი...

ახლაც ასე დეპეშასავით ორსიტყვიანი სმს და სრულიად შეცვლილი ცხოვრება. საბანკო ვალდებულებები, დავალიანებები და გაურკვეველი ხვალინდელი დღე....

თუმცა ესაა ცხოვრება და როგორც ადრე არც ახლა მეშინია. არც ახლა დამაკარგვინებს სახეს გაჭირვება როგორც აქამდე არ დამაკრგვინა. არც ახლა ვაპირებ სხვებზე გადაბრალებებს და სხვების საქციელებზე ლაპარაკს.

კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთხელ ვდგავარ უცნობი მომავლის პირისპირ....კიდევ ერთხელ მომიწევს თავიდან დაწყება და ძველი ტკივილების გადავიწყება...

კიდევ კარგი შორს წასვლა არ მომიწევს ისედაც სულ ხალხი ვიყავი მეც და ხალხად დავრჩები-ჩვენ ერთნი ვართ და ერთად ყველაფერს გადავიტანთ! რაც მთავარია ღირსებით და ღირსეულად გადავიტანთ როგორც აქამდე და როგორც ყოველთვის“, - წერს მაკა რაზმაძე.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics