07:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 20:11:37, 1980 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენ შევძელით, საქართველო-რუსეთის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში დაგვებრუნებინა

„ყოველგვარი სპეკულირება, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს მცდელობას,  საერთაშორისო საზოგადოების კონცენტრირება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს მისი ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს, არის ფუჭი და პოპულისტური“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას.

მან ყველას მოუწოდა, პოპულისტურ განცხადებებს შეეშვან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ:

“საჭიროა, რომ განიმარტოს ჩემი პასუხი და ასევე, გამეორებულ იქნას კითხვა, რომელზეც მე ეს პასუხი გავეცი. კითხვა იყო, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას უკრაინის შეთავაზებასთან დაკავშირებით, შეურთდეს სანქციების ახალ მექანიზმს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ფორმულირება არასწორია - შეთავაზებაც ამას არ გულისხმობდა. სწორედ ეს იყო ჩემი პასუხი. ჩვენ ამ ინიციატივას, იდეას, რომელიც გაჟღერდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ, აღვიქვამთ, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და სანქციებში ასევე საქართველოს და საქართველოში განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ უპრეცედენტოდ აქტიური იყო საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დაბრუნებულიყო საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. მაშინ, როდესაც ბატონი გიგა ბოკერია, რომელიც მე პარლამენტში მიბარებს, როდესაც ბრძანდებოდა ერთ-ერთი წამყვანი პირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოს კონფლიქტი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ საერთოდ დავიწყებული იქნა საერთაშორისო ფორმატებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო პირველი, სადაც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია განხორციელდა და ბევრად უფრო მეტად იყო შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება კონკრეტული აგრესიის წინააღმდეგ, მაშინ ეს ვერ მხოერხდა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველო-რუსეთის საკითხი დაგვებრუნებინა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ამას ცხადყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კანონით განისაზღვრა სანქციები ყველა იმ სახელწმიფოს წინააღმდეგ, რომელიც რაიმე ტიპის კონტაქტს დაამყარებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ან შეხება ექნება მათთან. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა და ჩვენი საგარეო პოლიტიკა რაიმე კუთხით აკლებს მცდელობას, რომ საერთაშორისო საზოგადოების კონცენტრირება მოხდეს, რათა რუსეთმა შეასრულოს მისი ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დეოკუპაცია და კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს, არის ფუჭი და პოპულისტური“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, "თუ რატომ დგავს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდმავნებლურ ნაბიჯებს". ამასთან, მან მინისტრი პარლამენტში დაიბარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics