07:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 19:47:58, 2032 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე,  „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები, პირველი მოსმენით განიხილეს.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ყალიბდება რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემა, რომელიცმიმართული იქნება რეზერვისტების მომზადებისაკენ, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხისგაუმჯობესებისაკენ, ასევე ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ.ცვლილებების ავტორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროა. კანონპროექტები იხილება დაჩქარებული წესით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით:   „კანონპროექტი შემუშავებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული 2017-2020 თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში და ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის" პრინციპს".

საკითხის თაობაზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის განცხადებით, თავდაცვის ორგანიზება ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის" პრინციპებს და ამ მიმართებით, თავდაცვის სამინისტროში  მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ერთ-ერთია რეზერვის ახალი კონცეფციის შემუშავება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რატომაც დავიწყეთ ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა გახლდათ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული, როდესაც რეზერვის არსებულმა კონცეფციამ ვერ წარმოაჩინა თავი, როგორც ეს სასურველი იყო. გარკვეულწილად, პრობლემები იყო დაგეგმვისა და გამოყენების, მართვისა და კონტროლის პროცესებში. სწორედ ამ საკითხებს  არეგულირებს ახლებურად წარმოდგენილი კანონპროექტი",-განაცხადა  ნუკრი გელაშვილმა.

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის თანახმად: სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა 2 ძირითად სახედ: 1) აქტიურ სარეზერვო სამსახურად და 2)სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. ამასთან,

აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან; ტერიტორიული რეზერვისგან და  სპეციალისტთა რეზერვისგან.

სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის ასაკი განისაზღვრება:

• შეიარაღებული ძალების რეზერვში - 50 წლამდე

• ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე

• სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე

• სამობილიზაციო რეზერვში - 60 წლამდე

ცვლილებების თანახმად:  აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია  და  სარეზერვო სამსახურშიმისაღებ პირთან  ფორმდება კონტრაქტი. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს, კონტრაქტით სამსახურის მთელი 5წლიანი პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში, ხოლო გამოძახების შემდგომ სარეზერვო სამსახურისპერიოდი -კომპენსაციის დასანიშნ სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილიდა ხელფას. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამსახურში მისაღები პირების რაოდენობას, ეროვნული თავდაცვის და სამობილიზაციო გეგმებისგათვალისწინებით განსაზღვრავს მთავრობა. 

პროექტის თანახმად, აქტიურ რეზერვში გამოძახების და სამხედროსამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდასაომარი ან საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისას.

შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის მიზანია -სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტისდაუყოვნებლივ ჩართვა, მაღალი საბრძოლო მომზადების და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ასევეშეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა.

შეიარაღებული ძალების რეზერვის დაკომპლექტების წყაროა - საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროსავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურიდან, აგრეთვე სამართალდამცავისისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემისსაბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.

ტერიტორიული რეზერვის შექმნის მიზანია მცირე სამობილიზაციო დროში, შეიარაღებული ძალებისდამატებითი საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი ზრდის დატერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი შედის შეიარაღებული ძალებისეროვნული გვარდიის შემადგენლობაში.

ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტების წყაროა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულშიმცხოვრები პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულსაკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის უფლებამოსილება ენიჭება აგრეთვეწვევამდელს, არაუმეტეს 22 წლის ასაკისა, რომელსაც გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდა ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მას სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად.

სპეციალისტთა რეზერვის შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანებისგადაჭრა.

სამობილიზაციო რეზერვის მიზანია სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება. სამობილიზაციორეზერვის დაკომპლექტების წყარო არის პირი, რომელიც  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეზერვშიადათხოვნილი და არ ირიცხება აქტიურ რეზერვში.

ცვლილებებს განიცდის, ასევე სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის და გამოძახებისინსტიტუტიც. ახალი პროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევას გამოაცხადებსსაქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო მათგამოძახებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

კანონპროექტის მიხედვით, მკაფიოდ განისაზღვრება ის გარემოებები, როდესაც შესაძლებელი იქნებასამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სამხედრო სამსახურში გაწვევა, ეს არის:

• საომარი მდგომარეობა - გაწვევას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი;

• საგანგებო მდგომარეობა, აგრეთვე საგანგებო სიტუაცია - გაწვევას აცხადებს საქართველოსმთავრობა;

• სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება ან/და რეზერვისტების მომზადება - გაწვევას აცხადებს საქართველოსთავდაცვის მინიტრი.

ცვლილებას განიცდის ასევე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხი და რეზერვის საკითხებისსრულყოფილად დარეგულირების მიზნით იქმნება სამობილიზაციო კომისია.

კანონპროექტში ცალკე მუხლი ეთმობა რეზერვისტების მომზადებას, იცვლება სარეზერვო სამსახურისაგან გათავისუფლების გაწვევის, გადავადებისა და ასევე მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფი პირების დაჯავშნის წესი და პირობები.

კანონპროექტის თანახმად, რეზერვისტი, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობსსამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით. მასსამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟი) ჩაეთვლება.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც იქნება მისიწოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში -  შრომისანაზღაურების სრული ოდენობა.

კანონის პროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2018 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისელექტრონული მართვის სისტემის ნაწილში 2020 წლის 1 ივნისიდან.

ცვლილებების თანახმად,  2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში260 პირის მიღებას. 2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების,აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს - 1 370 934 ლარს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრებმა გამოთქმული შენიშვნების გათვალიწინებით მხარი დაუჭირეს განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტების განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ასევე პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონის პროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე".

კანონპროექტის მიზანია 2018 წლის 1 სექტემბრამდე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულისისტემის პარალელურად იმ სისტემის მოქმედების დაშვება, რომელიც ითვალისწინებდა გადახდისუუნარობისსაქმეთა წარმოებას და ამ პროცესში კანონით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებას, მათ შორის, ამავეკანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოქვეყნებას მატერიალურიფორმატით, ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, უახლოეს პერიოდში, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics