|
2018-02-02 16:33:52, 2648 ნახვა
საზოგადოება
ტყის გამოყენების წესები მკაცრდება - შესაბამისი ცვლილებები მთავრობას წარედგინა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყით სარგებლობის წესებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებები ტყის გამოყენების წესს მნიშვნელოვნად აწესრიგებს და ორგანიზებული ტყით სარგებლობის წესებს ნერგავს. პრემეირის განმარტებით, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს: „ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ წარვდექით პარლამენტში მთავრობის დამტკიცების წინა მსჯელობებში. განვაცხადე, რომ ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობასთან და ლევან დავითაშვილმა მოამზადა დღევანდელ სხდომაზე გამოსატანად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს ტყის გამოყენების წესებს, ამკაცრებს მას და ორგანიზებული ტყითსარგებლობის წესებს ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში, როგორც მოგახსენეთ მოემსახურება ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას , თუ რას ნიშნავს ეს დეტალურად, მე გთხოვთ რომ მიაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობა. დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს. ასევე მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმტებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ, ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ”,-განაცხადა პრემიერმა. მისივე განცხადებით, მარტივდება და ხელიმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა: „ ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის, ბრიკეტების, ტელეტებისა და სხვა წარმოების მიზნით და ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის განვითარებას, ჩახერგილობის პრობლემის მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებულ ბიო საწვევით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს აუცილებლად და ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს. ამ მიმართლებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ , ის ზიანი , რაც გასული წლების განმავლობაში მიიღო ქვეყანამ, ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებით, გამოვასწოროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას ეს მემკვიდრეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში, პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ეს რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს: „ყველა თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნება ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გასაკეთებელი საქმე. ფანტაზიები ამ სფეროში ჩართული ადამიანების არის უსაზღვრო, პირდაპირ გეტყვით, რომ რაც მე ვნახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ბენზინზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანაში უკანონოდ ჩაწყობილი მანქანა და ა.შ. ანუ ამ ადამიანების ამორალურობას და მათ წამროსახვას ზღვარი არ აქვს. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი. ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)