06:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:10:35, 1955 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებდა

„სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა, 2012 წლის ამნისტიის კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საპარლამენტო უმრავლესობის საკნონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„საკითხი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ აქტიური განხილვის ფაზაშია შესული. საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის იყო ჩემი უაღრესი ინტერესის საგანი, რადგან დარწმუნებული ვარ, არც წინა ხელისუფლების დროს არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და ბუნებრივია, არც მომავალში უნდა მოხდეს. როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შევქმენი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. შემდეგ საპარლამენტო გამოსვლების დროს არაერთხელ მიმიქცევია ყურადღება იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნა. დღეს, როცა ხდება განხილვა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics