|
2018-02-01 15:42:22, 1888 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები ხელფასთან ერთად ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ, - ამის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. როგორც სამსახურის უფროსის ბრძანებაშია აღნიშნული, მრავალშვილიან მოსამსახურეებს, გარდა სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისა, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 20%-ისა: ა) ოთხი შვილის მშობელს – 250 ლარი; ბ) ხუთი შვილის მშობელს – 375 ლარი; გ) ექვსი შვილის მშობელს – 500 ლარი; დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს – 625 ლარი. გარდა ამისა, ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) დაქორწინებისას – 1250 ლარის ოდენობით; ბ) შვილის შეძენისას – 1250 ლარის ოდენობით; გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1250 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი) წარდგენის საფუძველზე. 3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება წარმოეშობა შრომითი ხელშეკრულების პირობებში სამსახურთან მისი 6 თვიანი უწყვეტი შრომითი ურთიერთობის შემდეგ. შრომითი ურთიერთობის ვადა უწყვეტად ჩაითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება დაიდო წინა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. ამასთან, ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: 1. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; 2. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; 3. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი ბრძანებებას ხელი სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა მოაწერა და ის ძალაში 31 იანვარს შევიდა. სრული განკარგულება იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4034752
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)