|
2018-02-01 13:50:02, 750 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სასტუმრო ,,რადისონში" გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მერმა აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად ქალაქის ისტორიული განაშენიანების სპეციალურ ზონაში მიღებული პროექტი წარმოადგინა, რომლის მიზანიც ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა. პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ: • ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს; • პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი ვიზუალური სტანდარტით; • მუნიციპალური პროგრამა ისტორიული ზონის განაშენიანების სპეციალური ზონის მცხოვრებლებისთვის. როგორც ლაშა კომახიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების (საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში) ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვას მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით. შემდეგ ეტაპზე კი, მოხდება ამ შენობების რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით და ინვესტორებისთვის პირობიანი საინვესტიციო წინადადებების შეთავაზება. პროექტის წარდგენის შემდეგ, დამსწრეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით და ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში მთავრობისა და საზოგადოების ფართო ჩართულობა ცხადყოფს, რომ თემა საკმაოდ აქტუალურია და სწორედ ასეთი ჩართულობითაა შესაძლებელი მივიღოთ შედეგი, - ქალაქ ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნება. ზურაბ პატარაძის თქმით, მერიისა და მთავრობის მიერ კოორდინირებული მუშაობით შემუშავებული პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და იმ ფონური ნაგებობების შენარჩუნებასა და აღდგენას, რომლებიც ისტორიული ბათუმის იერსახეს წარმოადგენენ. პარალელურად მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აღნიშნულ შენობებში მაცხოვრებელთა და ინვესტორთა ინტერესებიც. შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის მერმა ასევე წარმოადგინა ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების ( გეოგრაფიკის მიერ შემუშავებული) დოკუმენტის დამტკიცებასთან დაკავშირებული გეგმები და ქალაქ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დოკუმენტი გათვალისწინებული იქნება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში, რომლის ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი ტექნიკურ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამოცხადდეს. შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილი პროექტების განხილვა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. (NS)
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)