21:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-01 08:24:37, 1753 ნახვა

საზოგადოება
წითელ ბაღში დაჭრილი ორი მოსწავლე კვლავ საავადმყოფოში რჩება - მათი მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის #35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, რომელიც გუშინ წითელ ბაღში დაჭრეს, კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მოზარდეს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ, თუმცა მათ სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებათ. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა, პაციენტებს გულ-მკერდის ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, მეორე კი, სტაციონარში თავად მივიდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდების დაჭრა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს.  არსებული ინფორმაციით, ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics