20:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 15:27:07, 3468 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები პროექტების შესწავლის შემდეგ გაგრძელდება.

„რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დროებით შეჩერებულია ყველა, იმიტომ რომ ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინვე იქნა დავალება გაცემული, რადგან კონკრეტული პროექტები, რომელიც არის წარმოდგენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, უნდა იქნას შესწავლილი და მოხდეს ექსპერტიზა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics