20:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 10:47:06, 1647 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ მოადგილეებს მუნიციპალური პროექტების შესრულების ხარისხის მიმართულებით, მუშაობის დაჩქარება სთხოვა

მუნიციპალური პროექტების დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური პროექტების ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი  მწვავე საკითხია. 

„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომლის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია საჭირო, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.  

„ვიცი, რომ მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი ეფექტური იყოს და კონტროლიც ამავდროულად, ეფექტური იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, დედაქალაქს ისეთი მოდელი და სისტემა სჭირდება, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით მოხდება. 
 
(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics