03:11 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:56:17, 2291 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ქართული მხარის პროტესტმა გაგვაოცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმების შესახებ ქართული მხარის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ურჩევს საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება ყურადღებით შეისწავლოს:

„რუსულ-აფხაზურ და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საბაჟო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაოცა. რუსეთის მესამე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, უბჯობესი იქნებოდა საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება ყურადღებით შეესწავლათ. საქართველოს ოფიციალური პირების ბოლო საჯარო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ,ამ დოკუმენტის ტექსტს ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ. ამასობაში, მალე მოგვიწევს მისი შესრულება შვეიცარიული კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ შესაბამის კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. თავის მხრივ,  რუსული მხარე უკვე ასრულებს აუცილებელი რუსულ-შვეიცარიული ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადებას. ეს საშუალებას მოგვცემს შევუდგეთ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია რეგიონალური ვაჭრობისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics