|
2018-01-30 13:03:51, 1620 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების შესახებ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ პრესკონფერენცია გამართეს. მინისტრმა, მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისაკენ მოუწოდა. სამინისტროს ცნობით, აჭარაში წითელას ვიურუსის შემთხვევათა მატება გასული წლის ნოემბრიდან ფიქსირდება. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ვირუსით 86 პაციენტი დაინფიცირდა. „დაავადებულთა 80%-ზე მეტს არ აქვს ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო აცრა ან არის არასრულად აცრილი. ზაალ მიქელაძის განმარტებით, დაავადეების გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი პრევენციული გზა ვაქცინაციაა. ამიტომ მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან და ჩაიტარონ ვაქცინაცია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას მიმართ რეგიონში შენარჩუნებულია სტაბილურად მაღალი დონე, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა შეტყობინების 27 შემთხვევა, პრაქტიკულად იდენტური, რაც წანმსწრები კვირის განმვლობაში, 29 იანვარს ცენტრში შეტყობინება დაფიქსირდა 13 შემთხვევაზე. 2018 წლის იანვრის თვეში (იანვარი სულ 86 შემთხვევა) ასაკობრივი დინამიკის მიხედვით შემთხვევათა 40 % მოდის 0-5წლამდე, 7% - 5-14 წ, 32%-15-29 წ, 19%-30-59 წ . შემთხვევათა პროცენტული განაწილება მუნიციპალურ ჭრილში შემდეგია: ბათუმი 59%, ქობულეთი 16%, ხელვაჩაური 16%, ქედა 5%, შუახევი 1%, ხულო 2%. როგორც წესი, ყოველწლიურად რეგიონში აღირიცხება წითელას დაავადების 3-5 შემთხვევა, უკანასკნელი ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა. როგორც ცნობილია ეროვნული კალენდრის მიხედვით, აცრის სრული სტატუსი გულისხმობს ორჯერად ვაქცინაციას - 1 წლის და 5 წლის ასაკში. ცენტრი მოსახლეობის სამიზნე ჯგუფებს მიმართავს ვაქცინაციის ჩატარებისკენ, აღნიშნული ჯგუგებია: ა) არასრულად აცრილი და აუცრელი 14 წლამდე ასაკის ბავშვები ბ) სამედიცინო პერსონალი გ) წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები დ) ნებისმიერი 40 წლამდე ასაკის პირი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)