|
2018-01-29 19:57:29, 1643 ნახვა
საზოგადოება
30 იანვრის ანონსი
2018 წლის 30 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (ვარდების მოედანი 1, თბილისი), გაიმართება საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში არსებული გენდერული თანასწორობის ხარვეზების კვლევის წარდგენა. კვლევის წარდგენას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას გახსნის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: მარტინა ქუიქი - შვედეთის ელჩი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე და ნილს სკოტი - გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში. 30 იანვარს, 11:00 საათზე, წითელას შემთხვევების ზრდისა და იმუნიზაციის საკითხებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009 მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა #9 30 იანვარს, 11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის პილოტური პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნ დავით ასათიანი, ბ-ნ ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 30 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ „ლისის ტბის“ წართმევის საქმეზე შემაჯამებელ სხდომას გამართავს. მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, მამუკა ხაზარაძის სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“. მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა. სხდომათა დარბაზი N19. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე, 599 291202 ხვალ, 30 იანვარს, 12:00 საათზე, მის: მაჩაბლის N11 (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობა) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტის და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელთა პრესკონფერენცია, მემორანდუმის გაფორმების შესახებ. პრესკონფერენციას დასწრებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე. 30 იანვარს, 14:00 საათზე, გაიმართება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტაციული ოფისისა და ვებ-გვერდის წარდგენა. ღონისძიებას უმასპინძლებს მელიტონ ბენიძე - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი. ღონისძიებას გახსნიან და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში. მისამართი: ზუბალაშვილების 33. 30 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტაციული ოფისისა და ვებ-გვერდის წარდგენა. ღონისძიებას საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივიწარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი გახსნიან. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N140ა, მე-3 სართული 30 იანვარს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ მესამე დარბაზში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ (GGI) ორგანიზებით გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ღონისძიებაზე მოხსენებებს წარადგენენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) გენერალური დირექტორი დევიდ ლოურენს ლი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს და საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის გენერალური დირექტორი ნოდარ ძიძიკაშვილი. ასევე სიტყვით გამოვლენ: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე, საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)