|
2018-01-29 14:48:37, 1877 ნახვა
სამართალი
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულების ადვოკატები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის მანანა აფხაძის შეფასებით, დაკავების დროს პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. როგორც აფხაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება "ვიზუალურად აღენიშნება, რომ აქვს დაზიანებები როგორც სხეულზე ასევე ტანსაცმელზე, რომელიც არის დახეული. ექსკალატორზე მას ხერბორკილები დაადეს და მეორე ხელით ათრებდნენ ქვემოთ. ეს არის ძალადობა პოლიციის მხრიდან", - აღნიშნა მან. კიდევ ერთი ადვოკატის ნაიმ იაშაღაშვილის ინფომრაციით, სამართალდამცველები დაკავების დროს აგრესიულად იქცეოდნენ. "არ იკვეთება არანაირი დანაშაულის ნიშნები. ამავე დროს მინდა განვმარტო, რომ თეიმურაზ მენაბდიშვილი დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ რაც დააკავეს მისი მეგობარი გიორგი სილაგაძე. მენაბდიშვილმა მიმართა პოლიციას კითხვით - თუ სად გადაჰყავდათ მისი მეგობარი, რომელ განყოფილებაში, იმისათვის, რომ ადვოკატისთვის შეეტყობინებინა. ამას მოჰყვა პოლიციელების აგრესიული რეაქცია", - განაცხადა ადვოკატმა. სეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ საღამოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 2 პირი დააკავა. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. დაკავებას ხმაური მოჰყვა. ახალგაზრდები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რა მიზეზების გამო ხდებოდა მათი აყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ორი პირი ადმინისტრაციული წესით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)